Sunday, September 13, 2015

ჭიანჭველა და ფუტკარი იაკობ გოგებაშვილი ტესტი 1) როგორ ტვირთს მიათრევდა ჭიანჭველა? A. მძიმე ტვირთს B. უზარმაზარ ტვირთს C. მსუბუქ ტვირთს D. პატარა ტვირთს 2) რას უწოდებს ჭიანჭველა ფუტკარს? A. ზარმაცს B. უქნარას C. უღონო და ბზუილას D. ყოჩაღს 3) რა არ უთქვამს ფუტკარს ჭიანჭველისთვის? A. მე შენზე ძლიერი ვარ B. შენ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ C. ჩემი შრომა კი ადამიანებისთვის სასარგებლოა D. ამიტომაც მაქებს ქვეყანა 4) როგორ მიმართა ფუტკარმა ჭიანჭველას? A. მეგობარო B. ამხანაგო C. დაო D. ძმაო

Thursday, March 27, 2014

ლექსი-მომღერალი ფუტკარი

მ ო მ ღ ე რ ა ლ ი   ფ უ ტ კ ა რ ი
                                                                              ცირა ქიტიაშვილი
აქეთ-იქით,აქეთ-იქით
დაფუსფუსებს ფუტკარი
და თან მღერის,მუდამ მღერის
ან რა აქვს საწუხარი.
           შრომა უყვარს,
         გარჯა უყვარს,
         სავსე არის ბარაქით,
         უხვი თაფლით გაახარა
         სოფელი და ქალაქი.
მიიმღერის,მიიჩქარის
ავდარია,დარია,
სადაც ტყეა, ბაღ-ვენახი,
სადაც ყვავილნარია.
                ყვავილები მასპინძლობენ
            გამრჯესა და მადლიანს,
            იციან რომ მათი ნექტრის
            თაფლად ქცევა სწადია.
დაფუსფუსებს,მღერის,მღერის
მეგობარი კეთილი,
ეგებება გაზაფხული
ტურფად გადაპენტილი.

Sunday, March 2, 2014

მეშვიდე დღე


  • შევავსეთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პროექტის გეგმაში შესაბამისი გრაფა 
  • შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე რესურსები
  • ვისწავლეთ სხვადასხვა ობიექტების დამატება

Saturday, March 1, 2014

მეექვსე დღე


  • დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაცია
  • ვისწავლეთ ბლოგზე სხადასხვა ინფორმაციული ელემენტის ჩასმა
  • ვისწავლეთ გვერდების ჩამატება
  • გავეცანით მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკას
  • გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა
  • გავაკეთეთ მეექვსე დღის რეფლექსია

მოსწავლის ნაშრომი