მ ო მ ღ ე რ ა ლ ი ფ უ ტ კ ა რ ი
ცირა ქიტიაშვილი
აქეთ-იქით,აქეთ-იქით
დაფუსფუსებს ფუტკარი
და თან მღერის,მუდამ მღერის
ან რა აქვს საწუხარი.
შრომა უყვარს,
გარჯა უყვარს,
სავსე არის ბარაქით,
უხვი თაფლით გაახარა
სოფელი და ქალაქი.
მიიმღერის,მიიჩქარის
ავდარია,დარია,
სადაც ტყეა, ბაღ-ვენახი,
სადაც ყვავილნარია.
ყვავილები მასპინძლობენ
გამრჯესა და მადლიანს,
იციან რომ მათი ნექტრის
თაფლად ქცევა სწადია.
დაფუსფუსებს,მღერის,მღერის
მეგობარი კეთილი,
ეგებება გაზაფხული
ტურფად გადაპენტილი.
No comments:
Post a Comment