მ ო მ ღ ე რ ა ლ ი ფ უ ტ კ ა რ ი
ცირა ქიტიაშვილი
აქეთ-იქით,აქეთ-იქით
დაფუსფუსებს ფუტკარი
და თან მღერის,მუდამ მღერის
ან რა აქვს საწუხარი.
შრომა უყვარს,
გარჯა უყვარს,
სავსე არის ბარაქით,
უხვი თაფლით გაახარა
სოფელი და ქალაქი.
მიიმღერის,მიიჩქარის
ავდარია,დარია,
სადაც ტყეა, ბაღ-ვენახი,
სადაც ყვავილნარია.
ყვავილები მასპინძლობენ
გამრჯესა და მადლიანს,
იციან რომ მათი ნექტრის
თაფლად ქცევა სწადია.
დაფუსფუსებს,მღერის,მღერის
მეგობარი კეთილი,
ეგებება გაზაფხული
ტურფად გადაპენტილი.
Thursday, March 27, 2014
Sunday, March 9, 2014
Saturday, March 8, 2014
Sunday, March 2, 2014
მეშვიდე დღე
- შევავსეთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პროექტის გეგმაში შესაბამისი გრაფა
- შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე რესურსები
- ვისწავლეთ სხვადასხვა ობიექტების დამატება
Saturday, March 1, 2014
მეექვსე დღე
- დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
- ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაცია
- ვისწავლეთ ბლოგზე სხადასხვა ინფორმაციული ელემენტის ჩასმა
- ვისწავლეთ გვერდების ჩამატება
- გავეცანით მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკას
- გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა
- გავაკეთეთ მეექვსე დღის რეფლექსია
Subscribe to:
Posts (Atom)