Thursday, March 27, 2014

ლექსი-მომღერალი ფუტკარი

მ ო მ ღ ე რ ა ლ ი   ფ უ ტ კ ა რ ი
                                                                              ცირა ქიტიაშვილი
აქეთ-იქით,აქეთ-იქით
დაფუსფუსებს ფუტკარი
და თან მღერის,მუდამ მღერის
ან რა აქვს საწუხარი.
           შრომა უყვარს,
         გარჯა უყვარს,
         სავსე არის ბარაქით,
         უხვი თაფლით გაახარა
         სოფელი და ქალაქი.
მიიმღერის,მიიჩქარის
ავდარია,დარია,
სადაც ტყეა, ბაღ-ვენახი,
სადაც ყვავილნარია.
                ყვავილები მასპინძლობენ
            გამრჯესა და მადლიანს,
            იციან რომ მათი ნექტრის
            თაფლად ქცევა სწადია.
დაფუსფუსებს,მღერის,მღერის
მეგობარი კეთილი,
ეგებება გაზაფხული
ტურფად გადაპენტილი.

Sunday, March 2, 2014

მეშვიდე დღე


  • შევავსეთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პროექტის გეგმაში შესაბამისი გრაფა 
  • შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე რესურსები
  • ვისწავლეთ სხვადასხვა ობიექტების დამატება

Saturday, March 1, 2014

მეექვსე დღე


  • დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაცია
  • ვისწავლეთ ბლოგზე სხადასხვა ინფორმაციული ელემენტის ჩასმა
  • ვისწავლეთ გვერდების ჩამატება
  • გავეცანით მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკას
  • გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა
  • გავაკეთეთ მეექვსე დღის რეფლექსია

მოსწავლის ნაშრომი

Monday, February 24, 2014

მეხუთე დღე

  • გავეცანით მესამე მოდულს
  • ვნახეთ  პრეზენტაცია ,,საავტორო უფლებების ქაოსი''
  • გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს
  • ვისწავლეთ მულტიმედიური საშუალებების ბლოგზე ატვირთვა
  • დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის დაგეგმვა

Sunday, February 16, 2014

მეოთხე დღე

1. გავაკეთეთ შეფასების დროის სქემა
2. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია
3.პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე

Saturday, February 15, 2014

მესამე დღე

1. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები და ინდიკატორები
2. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის მიზნები და ამოცანები
3. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?
თემატური კითხვები
რა სარგებლობა მოაქვს ფუტკარს და ფუტკრის პროდუქტებს ?
შინაარსობრივი კითხვები
რით გაახარა ფუტკარმა სოფელი და ქალაქი ?

Sunday, February 9, 2014

მეორე დღე


  • გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიებზე
  • დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება
  • გავეცანით ერთმანეთის პროექტის იდეებს
  • გავეცანით პროექტის ჩეკლისტს
  • გავეცანით ბუკლეტის შაბლონს
  • დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა
  • ჩავინიშნეთ საშინაო დავალება  1. პირველი მოდული წასაკითხად

                                                                    2.ბუკლეტის დასრულება
                                                                    3.ერთმანეთის რეფლექსიებზე კომენტარის                                                                                        გაკეთება

Saturday, February 8, 2014

პირველი დღე


  1. გავეცანი INTEL-ის სახელმძღვანელოს
  2. შევქმენი BLOGSPOT
  3. შევქმენი პროექტის პორტფოლიო
  4. დავათვალიერე ჩეკლისტი
  5. გავეცანი პროექტის გეგმებს
  6. ვნახე პროექტის შაბლონი 
  7. გავეცანი XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს